ახალი ამბები

უსუფაშვილი: პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხზე მსჯელობა თებერვალში დაიწყება

28 დეკემბერი, 2012 • • 976
უსუფაშვილი: პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხზე მსჯელობა თებერვალში დაიწყება

ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომერე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.  

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც იქმნება შესაძლებლობა პარლამენტი დაბრუნდეს თბილისში, ძველ პარლამენტის შენობაში:

“ეს ცვლილებები თებერვალში იქნება განხილული. ჩვენ პარალელურ რეჟმში დავიწყეთ იმ შენობის წესრიგში მოყვანას. შენობა გადმოცემულია პარლამენტის ბალანსზე, გამოცხადდა ტენდერი, რომლითაც გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც იქ სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ. საგაზაფხულო სესია ჩვენ ალბათ ისევ ქუთაისში მოგვიწევს. მაგრამ გაზაფხულის ბოლოდან პარლამენტი ალბათ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ძველ შენობას დაუბრუნდეს. “

 

უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი ქუთაისს ბოლომდე არ დავტოვებს : “ამ შენობის ფუნქციონირების რეჟიმსაც პარალელურ რეჟიმში გადავწყვეტთ.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი