ახალი ამბები

ახალაია: ჩვენი ოჯახი დღეს არის ტერორის ქვეშ

26 დეკემბერი, 2012 •
ახალაია: ჩვენი ოჯახი დღეს არის ტერორის ქვეშ

“დაკითხვაზე, მე როგორც გავიგე, განაცხადი გაკეთებულია პარლამენტში. დღეს გავიგებ, რა საკითხთან დაკავშირებით ვარ გამოძახებული. მე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თანამშრომლობას ვაპირებ გამოძიებასთან, მაგრამ იმ სიუჟეტებიდან გამომდინარე, რაც გაჟღერდა ტელევიზიებში, თითქოს გამოძალვას მედავებიან, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გუშინ ბატონმა კბილაშვილმა კორექტულად აღნიშნა, რომ სულ სხვა თემაზე ვარ გამოძახებული, მე მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი”. 

 

მისივე თქმით, პროცესი საჯარო უნდა იყოს: “ჩემი სურვილია, რომ ეს იყოს საჯარო კითხვები და საჯარო პასუხები. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდიდან, არავის არ უნდა დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მე რამე უკანონობა ჩავიდინე. თუ უკანონობა ჩავიდინე, მე ამას საჯაროდ გავცემ პასუხს. მე მთელი ცხოვრება უკანონობას და კორუფციას ვებრძოდი.”

 

როლანდ ახალაიას განმარტებით, რადგან ზუგდიდში ალასანიას მაჟორიტარულ არჩევნებში მოუგო, საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს:

 

“როგორც არჩევნების შემდეგ შემომითვალა ბატონმა ალასანიამ, მე მას დაახლოებით 15 ათასი ხმით მოვუგე, თუ არ ჩამოვშორდებოდი არჩევნებს და არ ვაღიარებდი წაგებას, მემუქრებოდა დაჭერით. ჩვენი ოჯახი დღეს არის ტერორის ქვეშ. არაფერი ამას სამართალთან და კანონთან არ აქვს. ეს არის პირდაპირი პროვოცირება, შანტაჟი, დევნა. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ ვერც დაჭერებით, ვერც შანტაჟებით. მე მინდა მათ, ვინც ამის უკან დგას, ვუთხრა, რომ მე აგერ ვარ, არ მეშინია, დამიჭირეთ, თუ თქვენი მიზანი ეგ არის”

 

შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალაიას ზუგდიდის პროკურატურაში დაბარების შესახებ პროკურატურამ ინფორმაცია 24 დეკემბერს გაავრცელა. მთავარი პროკურორის ცნობით, ახალაიას დაკითხვაზე დაბარება ეხება კონკრეტულ საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზშეწონილობის საკითხს მაშინ, როცა როლანდ ახალაია სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი