ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა საახალწლო ნაძვის ხე აანთო

25 დეკემბერი, 2012 •
მიხეილ სააკაშვილმა საახალწლო ნაძვის ხე აანთო

პრეზიდენტმა ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

რუსთაველის გამზირზე ირმებშებმული მარხილით თოვლის პაპა და სანტა კლაუსი ზღაპრის გმირებთან ერთად  მიხეილ სააკაშვილის მისვლამდე მივიდნენ. თოვლის პაპამ და სანტამ ბავშვებს საჩუქრები დაურიგეს.

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

სანტა კლაუსი მთაწმინდის პარკში 7 იანვრამდე, ხოლო თოვლის პაპა 13 იანვრამდე დარჩება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის სიმაღლე 25 მეტრია. ნაძვისხე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 8 წელია იდგმება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი