ახალი ამბები

“ქიმიური თავდასხმის” შედეგად სირიაში 58 ადამიანი დაიღუპა

4 აპრილი, 2017 •
“ქიმიური თავდასხმის” შედეგად სირიაში 58 ადამიანი დაიღუპა

სირიაში, ქალაქ იდლიბთან ახლოს მდებარე დასახლებაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით ადამიანი დაშავდა, ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს ადგილობრივებზე დაყრდნობით.

ადამიანის უფლებების სირიელი დამკვირვებელი აცხადებს, რომ დასახლება ხან-შაიხუნში, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, სირიის სამთავრობო ან რუსულმა თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს.

საეჭვო ქიმიური თავდასხმა იდლიბში. 04.04.2017 credits: EPA/STRINGER

საეჭვო ქიმიური თავდასხმა იდლიბში. 04.04.2017 credits: EPA/STRINGER

როგორც ადგილობრივმა პროოპოზიციური ედლიბის მედიაცენტრის ფოტოგრაფმა, ჰუსეინ ქეიალამ განუცხადა Associated Press-ს, აფეთქების ხმმამ გამთენიისას გააღვიძა. მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილას მივიდა, არ იდგა არაფრის სუნი, იატაკზე კი  ხალხი უგონო მდგომარეობაში იყო.

იდლიბის საქველმოქმედო სასწრაფო დახმარების ჯგუფის ხელმძღვანლის, მუჰამედ რასულის თქმით, ექიმებმა ქუჩაში ნახეს, როგორ იხუთებოდნენ ადამიანები, რომელთა უმეტესობა ბავშვი იყო.

სირიის მთარობამ უარყო, რომ მხუთავი ქიმიური იარაღი გამოიყენა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ არავითარი სამხედრო შეტევა ამ ადგილზე არ განუხორციელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი