” ჩამოინგრა სახლის ერთი კედელი, სხვები კი დაიბზარა.“
მისივე ინფორმაციით, აივანი და სამზარეულოს კედელი ჩამოინგრა მისი მეზობლის სახლშიც, ნგრევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.
„ბათუმელები“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს ელგუჯა ბაგრატიონს დაუკავშირდა:
„ამ წუთებში ვმუშაობთ იმის დადგენაზე, თუ რა სახის ზარალი მიადგა ქობულეთს მიწისძვრის შედეგად. მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება.“
სატელეფონო კავშირი ხელვაჩაურისა და სხვა მუნიციპიალიტეტის გამგებლებთან ამ დროსისათვის არ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ილიას უნივსერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 23 დეკემბერს საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სანაპირო ზოლიდან 46კმ–ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრებ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.





