ახალი ამბები

საყვარელიძე: ‘ნაციონალური მოძრაობა’ უალტერნატივო და უკონკურენტო ძალაა

23 დეკემბერი, 2012 •
საყვარელიძე: ‘ნაციონალური მოძრაობა’  უალტერნატივო და უკონკურენტო ძალაა

“ეს არის ჩვენი პარტიული შეხვედრა და პარტიული კონფერენცია. მე მინდა ბოდიში მოვუხადო იმ მსურველებს, რომლებიც, დიდი სურვილის მიუხედავად, აქ ვერ მოხვდნენ, რადგან სივრცე იყო შეზღუდული. ეს არის კიდევ ერთხელ დაფიქისირება  იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში უალტერნატივო და უკონკურენტო ძალაა. ეს არის პოლიტიკური გამოცდილების მქონე ძალა, რომელმაც ზუსტად იცის, რა ჭირდება ჩვენს ამომრჩეველს, აქვს გამოცდილება  საქმის კეთების და ქვეყნის წინსვლის”– განაცხადა დავითა საყვარელიძემ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვებაში ჩართვისას. 

 

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” დიდი გაფართოების ტემპია აღებული:

 

“ზუსტად ვიცით, რის გამოსწორებას ითხოვს ჩვენგან ამომრჩეველი. ჩვენ დავიწყებთ აქტიურ დიალოგს ყველა ამ საკითხზე, გვაქვს ძალიან დიდი გაფართოების ტემპი აღებული, უამრავი  გაწევრიანების მსურველი მოდის ჩვენთან ოფისში, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ხდებოდეს ქაოსურად და გვინდა, რომ გვყავდეს იდეოლოგიური და  იდეის ერთგული პარტიის წევრები, იმ პარტიისა, რომელიც საქართველოში კიდევ ერთხელ სერიოზულ სიტყვას იტყვის და რომელსაც დიდი მომავალი აქვს”– განაცხადა საყვარელიძემ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი