8 აპრილს მოსამართლეთა მეოცე რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდება. დღის წესრიგის მიხედვით, კონფერენციის ფარგლებში აირჩევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ მოსამართლეს და ადმინისტრაციული კომიტეტის ერთ წევრს.
გარდა ამისა, იგეგმება „საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ პროექტის დამტკიცება.
კონფერენცია 8 აპრილს, 12:00 საათზე, მართლმსაჯულების სახლში გაიმართება.