ახალი ამბები

შაბათს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება

22 იანვარი, 2019 • 1522
შაბათს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება

შაბათს, 26 იანვარს, 11 საათზე მოსამართლეთა XXV რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციის დღის წესრიგი მხოლოდ ერთ საკითხს მოიცავს. მოსამართლეებმა სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები უნდა განიხილონ.

გუშინ, 21 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს სთხოვეს, მათი კანდიდატურების განხილვას შემდგომი მსვლელობა არ მიეცეს.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მმართველი პარტიის დეპუტატებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების მიმართ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი