ქორთიარდ მარიოტში დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რიგით მეოთხე საერთო კრება გაიმართა. კრებაზე საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.
რეგიონების კვოტით საბჭოს ახალი წევრები გახდნენ: ირაკლი აბსნაძე და ლაშა ზარდინავა. თბილისის კვოტით საბჭოს ახალი წევრია გიორგი მგელაძე.
დღესვე ქარტიის საერთო კრებაზე აირჩიეს სარევიზიო კომისიის სამი წევრი- ნანა ბიგანიშვილი, შორენა ღლონთი და ლიკა ბასილაია-შავგულიძე. სამი წლის ვადით. სამი წევრი, რომლებიც მეოთხე სხდომაზე ქარტიის წევრების მიერ აირჩიეს, თავად გადაწყვეტენ, თუ ვინ იქნება სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
საბჭოს ახალი შემადგენლობა ახალ თავმჯდომარესაც აირჩევს. ზვიად ქორიძეს, საბჭოა ამჟამინდელ თავმჯდომარეს, უფლებამოსილების ვადა ეწურება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წელს შეიქმნა. საბჭო 9 წევრისგან შედგება, მათ შორის, 6 წევრი რეგიონული მედიის კვოტით, ხოლო 3 თბილისის კვოტით.