გთავაზობთ 3 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.
10:00 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის განათლების რეფორმის პრეზენტაციას გამართავს ადგილი: ეროვნული მუზეუმი მისამართი: რუსთაველის 3.
10:30 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ინე ერიქსენ სორეიდეს ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. მის: გენერალ კვინიტაძის ქ. #20. (ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიასაშუალებების წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროში (სანაპიროს მხრიდან) 10:00 საათზე უნდა მივიდნენ)
15:00 საათზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი, ადგილობრივი მთავრობისა და „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ.
11:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიამრთება. კომიტეტი საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.
18:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმერეთის რეგიონში პირველ ბრენდირებულ სასტუმროს – Best Western Kutaisi გახსნის.
20:30 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა დაიწყება, რომელსაც საფუძველს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუყრის.