ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის შესარჩევი პირველი ტური ხუთმა კანდიდატმა გადალახა

20 დეკემბერი, 2012 •
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის შესარჩევი პირველი ტური ხუთმა კანდიდატმა გადალახა

პირველი ტური კანდიდატებთან გასაუბრებას ითვალისწინებდა. კანდიდატებზე ხმები ასე გადანაწილდა: ნიკოლოზ მახარაშვილი–7 ხმა, გიორგი ბარათაშვილი, რომელიც “საზმაუს” გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს –10 ხმა, თიკა რუხაძე–7 ხმა, ნათია აბრამია –8 ხმა, მეგი თადგირიძე – 7 ხმა.   

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე CV-ების მიღება დღეს, 20 დეკემბერს, 18:00 საათზე დასრულდა. გენერალური დირექტორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად განაცხადი 143-მა პირმა გაგზავნა.

 

მეორე ტურის დანიშვნის ვადას სამეურვეო საბჭო დამატებით გამოაცხადებს.

 

საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი სამეურვეო საბჭომ 14 დეკემბერს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სამეურვეო საბჭომ დააკმაყოფილა ყოფილი გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადება გადადგომის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი