ტელეკომპანია რუსთავი 2 იუწყება, რომ მათთვის ცნობილი გახდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიური კვლევის შედეგები. რ2–ის ცნობით, IRI-მ კვლევები თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისში ჩაატარა.
კითხვაზე, შემდეგ კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას – შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქართული ოცნება – 26 %.
ნაციონალური მოძრაობა – 15 %
ევროპული საქართველო –7 %
ლეიბორისტული პარტია – 6%
პატრიოტთა ალიანსი – 4%
თავისუფალი დემოკრატები – 3%
დემოკრატიული მოძრაობა – 2%
გირჩი – 1%
რესპუბლიკური პარტია –1 %
სხვა პარტიები – 1 %
გამოკითხული მოსახლეობის 15-მა პროცენტმა არ იცის ვის მისცემდა ხმას, შემდეგ კვირაში რომ არჩევნები იყოს, ხოლო მოსახლეობის 20 %-ს არ აქვს კითხვაზე პასუხი.