გთავაზობთ 31 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
9:00 – მთავრობის სხდომა;
10:00 – თბილისი მარიოტში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი გამართავს დისკუსია-შეხვედრას, რომლის თემას წარმოადგენს „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა“.
10:30 – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
10:30 – სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ USAID -ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) საქართველოში”, „მეწარმე ქალთა საბჭოსთან (WBCG)“ ერთად , გამართავს რიგით მე-3 წლიურ კონფერენციას სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“
11:00 – თბილისი მარიოტში ადამიანის უფლებათა ცენტრისა (HRC) და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI)ანგარიშების პრეზენტაცია – ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები ქვემო ქართლში და კახეთში (HRC); უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით (GDI)
11:00 – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე 2017 წლის ნატოს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. ღონისძიების გამართვის ადგილი: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, შ.დადიანის 2/1, 2 სართული
11:00 – სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში“ გაიმართება „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის“ საერთო კრება, რომელსაც კლუბის 80-მდე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება. საერთო კრება საანგარიშო ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც კლუბის რამდენიმე წევრი საკუთარი ბიზნესკომპანიის/ ორგანიზაციის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.
11:15 – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ნინო გოგუაძის შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ქეით პენტუს-როსიმანუსთან. თბილისი, C კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი N422
12:00 – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ქეით პენტუს-როსიმანუსთან. თბილისი, C კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი N518
12:00 – ფრაქცია“ ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრების შეხვედრა ‘საქნახშირის „მეშახტეებთან, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჭიათურიდან და ტყიბულიდან. თემა: „დასაქმებულის შრომითი პირობები“. თბილისი, ოთახი N341
13:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა დღის წესრიგი. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
14:00 – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
14:00 – 14:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი გამართავს საჯარო დებატებს თემაზე: „სექსუალური შევიწროება – რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ“
14:00 – მედიის განვითარების ფონდი (MDF) კონკურსში “რეგიონულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება” გამარჯვებულთა დაჯილდოვებას გამართავს. ღონისძიება, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, ფრანტლაინ-საქართველოში (მისამართი: ლადო ასათიანის 64).
14:30 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისმოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოს წიგნის გამომცემელთა დაგამავრცელებელთა ასოციაციისა და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციისწარმომადგენლებს შეხვდება. ადგილი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
16:00 – მოვითხოვოთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება! – აქცია რუსთაველის გამზირზე.