ახალი ამბებიტექნოლოგიები

Samsung Galaxy S8 – გალაქსის სერიის ახალი სმარტფონი აპრილიდან გაიყიდება

30 მარტი, 2017 • 8581
Samsung Galaxy S8 – გალაქსის სერიის ახალი სმარტფონი აპრილიდან გაიყიდება

სამსუნგის ახალი სმარტფონი Galaxy S8 გაყიდვაში 21 აპრილიდან გამოვა. ამჯერად კომპანია მოდელის ორ ვერსიას წარადგენს – Galaxy S8 5.8-ინჩიანი ეკრანითა და S8 Plus 6.2-ინჩიანი ეკრანით. ფასი თავად გადამყიდველ კომპანიებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა სავარაუდო საწყის ფასად $720 სახელდება.

სმარტფონმა დიდწილად შეინარჩუნა წინა მოდელის გარეგნული მახასიათებლები, მათ შორის რკალისებური ეკრანის კიდეები. ეკრანმა ზომაში მოიმატა, იმის მიუხედავად, რომ თავად მობილურის ზომა თითქმის იგივეა, რაც S7-ის. გაქრა ცნობილი “Home” ღილაკი, რომელიც ახლა ეკრანის ნაწილია და მასზე ხელის დაჭერისას იქმნება ვირტუალური შეგრძნება, თითქოს თქვენ ნამდვილად ეხებით ღილაკს.

მობილურის დაცვა სამი გზითაა შესაძლებელი: თითის ანაბეჭდით, რომლის ღილაკმაც მის უკანა მხარეს, კამერის გვერდით გადაინაცვლა. ასევე, ხმოვანი სიგნალითა და მზერით. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, სმარტფონის მფლობელს შეუძლია უბრალოდ დახედოს მობილურს და ის განიბლოკება.

მობილურმა შეინარჩუნა ყურსამენების ჯეკი და USB პორტი. შესაძლებელია გაზარდოთ შიდა მეხსიერება დამატებითი SD ბარათით. ზომაში მცირე მატებასთან ერთად გაიზარდა მობილურის ბატარეაც, რომელიც შემქმენელების თქმით, უფრო დიდხანს იმუშავებს სრული დატვირთვით (Galaxy S8: 3,000 მილი ამმპერი/საათში; Galaxy S8 Plus: 3,500 მილი ამპერი/საათში).

ერთ-ერთი მთავარი სიახლე სმარტფონის წინა კამერაა, რომელიც 8 მეგაპიქსელია და ავტოფიკუსის ფონქციაც აქვს. ძირითადი კამერა კვლავ 12 მეგაპიქსელია, როგორც S7-ის შემთხვევაში და წინა მოდელისაგან განსაკუთრებული თვისებებით არ გამოირჩევა.

მობილურის დატენვა შესაძლებელია უსადენოდ (Wireless Charging). ასევე ის იყენებს ბლუთუზის სრულიად ახალ ვერსიას – Bluetooth 5.0-ს.

როგორც სამსუნგის გალაქსის სერიის წინა მოდელები, ახალი სმარტფონიც წყალგამძლეა და მტვრის ნაწილაკებს არ იკარებს. Galaxy S8 ასევე იყენებს ანდროიდის ოპერაციულ სისტემას.

SAMSUNG GALAXY S8 SAMSUNG GALAXY S8

მასალების გადაბეჭდვის წესი