ახალი ამბები

ანონსი – 30 მარტი

29 მარტი, 2017 • 1417
ანონსი – 30 მარტი

გთავაზობთ 30 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.

10:00 საათზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე  ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან. მის: თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი, B კორპუსი, მეორე სართული.

12:00 საათზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო გამართავს პრესკონფერენციას კომპანია „ფილიპ მორისისთვის” 93 მილიონამდე ლარის დაკისრების საეჭვო გარემოებების შესახებ. პრესკონფერენცია გაიმართება ორგანიზაციის ოფისში, მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. N61.

13:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და  უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ვადიმ ჩერნიში  თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.  მისამართი: სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“

13:00 საათზე გაიმართება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ადგილი: თბილისი მერიოტი, დარბაზი “დავითი”.

14:00 საათზე სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ გაიმართება თბილისის ძიუდოს საერთაშორისო გრან პრის ოფიციალური კენჭისყრა და პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას დაესწრებიან: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები.

19:00 საათზე  გაიმართება “ნეტგაზეთის” რეპორტიორის, გივი ავალიანის ფოტოპროექტის “ღია მაცივარი” გამოფენა. მისამართი: ჭოველიძის 10, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი