ახალი ამბებისამართალი

ომბუდსმენმა ზაზა ფაჩულიას აკადემიაში დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

29 მარტი, 2017 • 14086
ომბუდსმენმა ზაზა ფაჩულიას აკადემიაში დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

2017 წლის 22 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს “ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას” განსხვავებული მოსაზრების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელს კალათბურთის აკადემიაში დასაქმებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მან თავის ფეისბუქის გვერდზე კრიტიკული პოსტი დაწერა აკადემიის დამფუძნებლის და დირექტორის, ზაზა ფაჩულიას მეგობრის, ლევან კობიაშვილის შესახებ.

სახალხო დამცველმა შპს “ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას” რეკომენდაციით მიმართა; ომბუდსმენმა აკადემიის ხელმძღვანელებს მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავონ შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

ზაზა ფაჩულიას აკადემია. ფოტო: აკადემიის FB

ზაზა ფაჩულიას აკადემია. ფოტო: აკადემიის FB

მასალების გადაბეჭდვის წესი