ახალი ამბები

აქცია პარლამენტთან პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით [Video]

19 დეკემბერი, 2012 • 1444
აქცია პარლამენტთან პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით [Video]

მერაბ ბერძენიშვილის ძეგლის – “დიდების მემორიალის” დემონტაჟი ქუთაისში 2009 წლის დეკემბერში დაიწყო და იმავე წლის 19 დეკემბერს ააფეთქეს. ძეგლის აფეთქება 2009 წლის 21 დეკემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის დაბადების დღისთვის უნდა მიეძღვნათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ დღისთვის საპროტესტო აქცია დაიგეგმა, აფეთქება დაჩქარდა და მას ორი ადამიანი შეეწირა.

საბოლოოდ პარლამენტის მშენებლობა ზუსტად ძეგლის ადგილზე არ განხორციელებულა, თუმცა, ამის მიუხედავად, მიღებული იქნა “დიდების მემორიალის” დემონტაჟის გადაწყვეტილება. ახალი მთავრობა კი პარლამენტის ქუთაისიდან ისევ თბილისში გადატანას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ დიდების მემორიალის აფეთქების დროს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისთვის (სსკ 240-ე მუხლის მეორე ნაწილით) სამი პირი დააკავეს, სამივე მათგანი გახლდათ კერძო კომპანიის “საქფეთქმრეწვის” თანამშრომელი. გამოძიება ისე დასრულდა, რომ ოფიციალურად არ გამოვლენილა ის თანამდებობის პირი, ვისი ბრძანებითაც განხორციელდა პარლამენტის მშენებლობის მოტივით “დიდების მემორიალის” აფეთქება სამი წლის წინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი