ახალი ამბები

28-30 მარტს თბილისში PACE-ს თანამომხსენებლები ჩამოვლენ

27 მარტი, 2017 • 1571
28-30 მარტს თბილისში PACE-ს თანამომხსენებლები ჩამოვლენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის საკითხებში, ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი 28-30 მარტს თბილისში ჩამოვლენ.

PACE-ეს ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანია, თანამომხსენებლები გაეცნონ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კლიმატს და პოლიტიკურ პლურალიზმს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ასევე, ხელისუფლების პრიორიტეტებს, კონსტიტუციურ და სასამართლო რეფორმებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, სახელწმიფო საკონსტიტუციო კომისიასთან, მთავარ პროკურორთან და სახალხო დამცველთან.

თანამომხსნებლები შეხვდებიან საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი