ახალი ამბები

შსს: სენაკში დაკარგული 8 წლის ბიჭის ცხედარი მდინარე ტეხურას ნაპირთან იპოვეს

25 მარტი, 2017 •
შსს: სენაკში დაკარგული 8 წლის ბიჭის ცხედარი მდინარე ტეხურას ნაპირთან იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 25 მარტს მდინარე ტეხურასთან სენაკში 23 თებერვალს დაკარული 8 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.

უწყებაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

საქმეზე ერთი პირს აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული.

როგორც “რუსთავი 2-თან” საუბრისას ადგილზე მყოფები ამბობენ, 8 წლის ბიჭის ცხედარს სახეზე დაზიანებები აქვს.

“უმაღლეს სასჯელს ვითხოვთ, ბავშვი რომ მოკლა, მაგის გულისთვის. მოტივზე ვერ გეტყვით, არ ვიცი, მოტივი რა არის. წამოიყვანა ბავში ეზოდან და მოკლა,” – ამობს “რუსთავი 2-თან” ადგილზე მყოფი გელა ახალაია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტ დეტალზე არ საუბრობენ.

უწყების ცნობით, გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი