ახალი ამბები

რა ღონისძიებები დაიგეგმა თბილისში 26-27 მარტს უვიზო მომოსვლის აღსანიშნავად

25 მარტი, 2017 • 2397
რა ღონისძიებები დაიგეგმა თბილისში 26-27 მარტს უვიზო მომოსვლის აღსანიშნავად

თბილისის მერიის ცნობით, 26-27 მარტს თბილისში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყების აღსანიშნავად ღონისძიებები დაგეგმეს.

გაეცანით ღონისძიებების ჩამონათვალს:

26 მარტს ღონისძიებები დაგდგმილია განახლებულ აღმაშენებელზე, რომლიც საფეხმავლო მონაკვეთი მოირთვება თემატური დეკორაციით.

12:00 საათიდან – „ევროპა ჩვენს ქუჩაზე“ – უწყვეტ რეჟიმში, დაუკრავენ ქართველი DJ-ები: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze და სხვა.

ქუჩაზე მოეწყობა ორი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს თემატური თამაშები დახვდებათ, კერძოდ, ისინი სამგზავრო ჩემოდნის ჩალაგებას ისწავლიან, ასევე, მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ; სტუმრების განწყობაზე მიმებიც იზრუნებენ.

მთელი დღის განმავლობაში „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფმზარეულები გაუმასპინძლდებიან და როგორც ქართულ, ასევე, ევროპულ კერძებს შესთავაზებენ.

15:00 საათიდან პროექტი „გვიდირიჟორე“ დაიწყება – ვისაც ოდესმე ორკესტრის დირიჟორობაზე უოცნებია, ამ დღეს ოცნებას აიხდენს.

17:00 საათზე თოჯინური ოპერა ”სევილიელი დალაქი” გაიმართება;

18:00 საათზე ქართული ჯგუფი The Black Marrows დაუკრავს;

დღესასწაულის კულმინაცია კი კონცერტი იქნება, სადაც ყველასთვის კარგად ცნობილი ევროპული მუსიკა გაჟღერდება – ფრანგული ვალსი, იტალიური კინომუსიკა, ოპერის ვარსკვლავები, ევროპული ჰანგები სტუმრებს მთელი საღამოს განმავლობაში განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნიან.

27 მარტს:

21:00 საათზე ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის – საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო  შემსრულებლები, ასევე, ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება, 2 საათს გასტანს და საზეიმო ფოერვერკით დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი