ახალი ამბები

ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის განცხადება

14 დეკემბერი, 2012 • 1152
ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის განცხადება

 გვინდა ვაცნობოთ ყველა კეთილსინდისიერ მსურველს ნუ შეიძენენ შემდეგ მისამართებზე მდებარე უძრავ ქონებას:

  1. ქ. თბილისი სამგორის ჩიხი N4 ,   6453 კვ/მ  ფართი  განთავსებული საწყობით.
  2. ქ. თბილისი ელიავას  ტერიტორია სავაჭრო ცენტრი არჩევანი 2131 კვ/მ სავაჭრო ფართი.
  3. ქ. ბათუმი ერას ქუჩა N91,   950 კვ/მ   სავაჭრო ფართი.

რადგან ეს ობიექტები არის სადაო და გაგვაჩნია კანონიერი პრეტენზიები,ამიტომ  ყველა გარიგება ჩაითვლება არაკეთილსინდისიერად.

ასევე მივიღეთ ინფორმაცია, რომ კიდევ ერთხელ ხდება ელიტ ელექტრონიქსის წილების გადაფორმება ობშორულ კომპანიებზე.

მიუხედავად იმისა რომ მე ყველა გადაფორმების დროს ვავრცელებდი ოფიციალურ განცხადებას და ვაფრთხილებდი მსურველებს გარიგება იქნებოდა არაკეთილსინდისიერი, რადგან თიბისი ბანკს უკანონოდ და უსაფუძვლოდ ქონდა დასაკუთრებული . არსებული მფლობელებიც არიან არაკეთილსინდისიერი შემძენები, რადგან   „თიბისი ბანკმა“  მაინც გადააფორმა კომპანია დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ „ელიტ ეფლაენსზე“ ხოლო შემდეგ „უნივერსალ კაპიტალ გრუპზე“და „ბრიმაგის ჯგუფზე“  რომლებიც ასევე დავით კეზერაშვილთან არიან  დაკავშირებული.

უკვე მეოთხედ მოვუწოდებ ნებისმიერ შემძენს  ვინც გადაიფორმებს  უძრავ ქონებას თუ წილებს  ის არ იქნება კეთისინდისიერი შემძენი, რადგან „ელიტ ელექტრონიქსთან „ დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავები როგორც საქართველოში ასევე სტრასბურგში, ამიტომ მასთან დაკავშირებული გარიგებები არაკეთილსინდისიერად იქნება მიჩნეული შესაბამისად  „თიბისი ბანკთან“  ერთად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი.


მასალების გადაბეჭდვის წესი