ნეტგაზეთი | ISIS-მა ლონდონში მომხდარი ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო ISIS-მა ლონდონში მომხდარი ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო – Netgazeti
RU | GE  

ISIS-მა ლონდონში მომხდარი ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო

BBC-ის ცნობით, ლონდონში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო. ორგანიზაციამ თავად გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი “ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი” იყო.

ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობასთან გუშინ, 22 მარტს მომხდარ თავდასხმასთან შესაძლო კავშირის გამო 7 ადამიანი დააკავეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა რამდენიმე ფეხით მოსიარულეს ვესთმინსტერის ხიდზე ავტომობილით გადაუარა, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან პოლიციელი დაჭრა და ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 3, დაშავებულია 40-მდე. 7 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი