ახალი ამბები

ყალბი ცნობის გაცემის ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

23 მარტი, 2017 • 1886
ყალბი ცნობის გაცემის ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის სანაცვლოდ ყალბი ვეტერინარული ცნობის გაცემის ბრალდებით „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ქრთამის სანაცვლოდ არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ – ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინალურ – სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2).

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი