ახალი ამბები

ლონდონში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა

22 მარტი, 2017 • 1894
ლონდონში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა

ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობასთან განხორციელებული თავდასხმის შედეგაც, რომელიც სკოტლენდ იარდმა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა, გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. თავდამსხმელის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა პოლიციის თანამშრომელი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარს ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბრიტანული მედიის ინფრომაციით, პარლამენტის შენობასთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლამდე, ტერორისტი ავტომობილით ვერსთმინისტერის ხიდზე რამდენიმე  ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ამის შემდეგ პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა, სადაც მისი შეჩერება პოლიციის თანამშომელმა სცადა, რომელიც თავდამსხმელმა ცივი იარაღით დაჭრა. სამართალდამცავი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თავდამსხმელმა რამდენიმეჯერ გაისროლა.

ლონდონში, პარლამენტთან შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა, რამდნეიმე კი სროლის შედეგად დაშავდა. დაშავებულებს შორის არის ერთი პოლიციელიც, რომელსაც თავდამსხმელმა სავარაუდოთ დანით მიაყენა ჭრილობა. ფოტო: EPA

ლონდონში, პარლამენტთან შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა, რამდნეიმე კი სროლის შედეგად დაშავდა. დაშავებულებს შორის არის ერთი პოლიციელიც, რომელსაც თავდამსხმელმა სავარაუდოთ დანით მიაყენა ჭრილობა. ფოტო: EPA

ამ დროისთვის ლონდონში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მოთხოვნით აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა. პარლამენტის შენობაში მყოფ ადამიანებს კი სკოტლენდ იარდი მოუწოდებს, დარჩნენ შენობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშვებულთა შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები. სამინისტრო მოუწოდებს ლონდონში მცხოვრებ ქართველებს, გაითვალისწინონ პოლიციის რეკომენდაციები და მოერიდონ შემდეგ ადგილებში გადაადგილებას:

 

“საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ლონდონში, მოვუწოდებთ, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან, გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია და მოერიდონ შემდეგ ადგილებზე გადაადგილებას: პარლამენტის მოედანი,უაითჰოლი, ვესტმინსტერის ხიდი, ლამბეთის ხიდი, ვიქტორიას ქუჩა ბროდვეის გზაჯვარედინამდე, მონაკვეთი ვიქტორიას სანაპიროდან ემბანკმენტის მეტროსადგურამდე და მონაკვეთი ლამბეთპალასის ქუჩიდან მილბანკამდე” – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი