ახალი ამბები

მელია: საქართველოში ამჟამად რთული კოჰაბიტაციის პერიოდია

13 დეკემბერი, 2012 • 1251
მელია: საქართველოში ამჟამად რთული კოჰაბიტაციის პერიოდია

“ვიდრე დავტოვებ საქართველოს, მინდა იცოდეთ, რომ ეს გახლდათ საკმაოდ პროდუქტიული ორი დღე, როდესაც ჩვენ გვქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და მთავრობის სხვა წევრებთან. ვიტყოდი, რომ ეს ვიზიტი ასახავს ამერიკის განწყობას და დამოკიდებულებას საქართველოსადმი. ჩვენ გვსურს ვიყოთ კარგი მეგობრები საქართველოსთვის და ხელი შევუწყოთ დემოკრატიული ტრანზიციის გარდამავალ გზაზე. საქართველოში ამჟამად რთული კოჰაბიტაციის პერიოდია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ პატრიოტ ქართველებს, რომლებიც პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს არიან და მათთვის არის სივრცე, რომ ითანაშმრომლონ და დასტაბილურდეს არსებული სიტუაცია.  

 

ვტოვებ საქართველოს იმ იმედით, რომ პოლიტიკოსები ისარგებლებენ არსებული სივრცით, გამონახონ საერთო ენა, იქნება შედარებით შერბილებული რიტორიკა, რაც ხელს შეუწყობს ტრანზიციის პერიოდის წარმატებულ გავლას,” – განაცხადა მელიამ. 

 

თომას მელიას თქმით, ერთ-ერთი საინტერესო გახლდათ ერთობლივი შეხვედრა დავით უსაფაშვილთან და დავით ბაქრაძესთან:

 

“მათ გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, გამონახონ კომპრომისი პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის წარმატებას.

 

ის, თუ როგორ ეპყრობა უმრავლესობა უმცირესობებს, იქნება ეს პარლამენტი თუ საზოგადოება, გახლავთ მნიშვნელოვანი ტესტი დემოკრატიის დამკვიდრებისა. რასაკვირველია, გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობა, მაგრამ უზრუნველყოფილი უნდა იყოს უმცირესობის აზრისა და უფლების პატივისცემა. მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისთვის უზრუნველყოს მართებული ბალანსი უმრავლოსობის მართვასა და უმცირესობის უფლებებს შორის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი