ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ამჯერად მოსამართლის ავტომობილი აფეთქდა

22 მარტი, 2017 • 2118
სოხუმში ამჯერად მოსამართლის ავტომობილი აფეთქდა

ბოლო კვირის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ორი მაღალჩინოსნის ავტომობილი აფეთქდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, თემურ შონიას ავტომობილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია 21 მარტს, გვიან ღამით აფხაზმა პროკურორმა რუსლან ტირკბამ გაავრცელა.

როგორც ირკვევა, მოსამართლის მანქანის აფეთქება უზენაესი სასამართლოს შენობის ახლოს მოხდა, მისი მეპატრონე კი იმ დროს სამსახურში იმყოფებოდა. აფეთქების მიზეზი გამოძიებული ჯერ არ არის.

რამდენიმე დღის წინ სოხუმში დეპუტატობის კანდიდატის, ბატალ აიბას ავტომობილიც აფეთქდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა ორ ვერსიას განიხილავდა, მათ შორის, განზრახ აფეთქებას.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2016 წლის აპრილის დასაწყისში, სოხუმში დეპუტატ ალმაზ ჯაპუას მანქანაც აფეთქდა. 

ფოტო: sputnik

ფოტო: sputnik

 

მასალების გადაბეჭდვის წესი