ახალი ამბები

საჯარო რეესტრის ვებგვერდი განახლდა, მაგრამ შეფერხებით მუშაობს

22 მარტი, 2017 • 2362
საჯარო რეესტრის ვებგვერდი განახლდა, მაგრამ შეფერხებით მუშაობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეფერხებით იმუშავებს. როგორც იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, სააგენტოს მონაცემთა ბაზები ახალ სერვერზე გადადის, ამიტომ ვებ-გვერდის ძველი ვერსია მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი არ არის. გადატანის პროცესს სავარაუდოდ 2 დღე დასჭირდება.

“საჯარო რეესტრის სერვერები შეიცვალა. ვებზე არსებული ინფორმაცია არის ძალიან დიდი მოცულობის, ეს ყველაფერი გადადის ახალ სერვერზე და, შესაბამისად, დრო დასჭირდება. ეს არის უბრალოდ ტექნიკური სახის შეფერხება და ვებგვერდი გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში,” – გვითხრეს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურში.

ახალი ვებგვერდი ბლოკჩეინის, მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზის გამოყენებით იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი