ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 68%-ისთვის მისაღებია რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა

12 დეკემბერი, 2012 •
NDI: გამოკითხულთა 68%-ისთვის მისაღებია რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა

გამოკითხულთა 26% თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურად არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო 22%-ის აზრით, რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საქართველოსთვის.

 

გამოკითხულთა 68%-ისთვის მისაღებია რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ახალი თანამდებობის გამოცხადება.

 

ამასთან, გამოკითხულთა 77%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ხოლო 71%-ისთვის – საქართველოს გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო.

 

NDI-ის კვლევა მიმდინარე წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/-3 პროცენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი