შეკითხვაზე – რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში? – 53% პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია, 33% – ძალიან მნიშვნელოვანი.

 

შეკითხვაზე – განსაკუთრებული ღონისძიებების გარდა, როგორიცაა ქორწინება ან გასვენება, რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას? – 29%-ის პასუხია – უფრო იშვიათად; 23%-ის – მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებზე, ხოლო 22% – თვეში ერთხელ მაინც.

 

NDI-ის კვლევა მიმდინარე წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/-3 პროცენტს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *