შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავეს. ორივე მათგანი 22 წლისაა.
გამოძიების ცნობით, დაკავებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოქალაქე ლ.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე, მაჯის საათი და ავტომობილი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შსს–ს ცნობით, პოლიციამ გატაცებული ნივთები და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიული ღონისძიებები.
გამოძიება ყაჩაღობის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე, 236-ე და 181-ე მუხლებით).