გამოკითხულთა 41%-ის აზრით საჭიროა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, ხოლო 35% აუცილებლად მიიჩნევს ყოფილი მთავრობის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას; 24% ფიქრობს, რომ აუცილებელია მონიტორინგის გაზრდა ციხეებში არსებულ პირობებზე და არასამთავრობოების მეტი ხელმისაწვდომობა; 12% მიიჩნევს, რომ ამნისტია შეუწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას, ხოლო 7% ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გასცეს კომპენსაციები პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებზე.
NDI-ის კვლევა მიმდინარე წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/-3 პროცენტს.