ახალი ამბები

კარასინთან შესახვედრად ზურაბ აბაშიძე დღეს გაემგზავრება

12 დეკემბერი, 2012 •
კარასინთან შესახვედრად ზურაბ აბაშიძე დღეს გაემგზავრება

მხარეებს შორის შეხვედრდა სწორედ შვეიცარიაში შედგება. 

 

რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში ზურაბ აბაშიძემ განმარტა, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი.  

 

ქართული მხარე ვარაუდობს, რომ აღნიშნული შეხვედრა იქნება უფრო მეტად ტექნიკური და საორგანიზაიო ხასიათის, სადაც მხარეები ისაუბრებენ, თუ როგორ უნდა წარიმართოს დიალოგი. 

 

ზურაბ აბაშიძისა და საქართველოს სხვა ოფიციალური პირების განცხადებით, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვან შედეგებს არ ელიან. 

 

პირველად რუსეთის მხრიდან ქართულ მხარესთან შეხვედრის შესახებ მზადყოფნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე დისკუსიის დასაწყებად. მისივე თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი განაახლოს. 

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა და საქართველო და რუსეთი შვეიცარიის შუამდგომლობით ურთიერთობენ ამ დროის მანძილზე.

 

საქართველოს ახალი მთავრობის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მანამდე არ აღდგება, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი არ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი