სოციალურად დაუცველები, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტრო თბილისის გარეუბნებში 200 ლარად საცხოვრებელი ბინების დაქირავებას შეპირდა, უარს ამბობენ.
გარდა ამისა, მათი ერთ-ერთი მოთხვონაა, მიეწოდოს ელექტროენერგია იმ შენობას, რომელიც ერთი თვის წინ უკანონოდ დაიკავეს და ბინების გადაცემამადე ეს ბინები დაუკანონდეთ.
სოციალურად დაუცველებს შეხვდა ჯადნაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 ნოემბრის ჯადნაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ბოლო პერიოდში სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა და იმაზე მეტ შედეგს მიაღწია, ვიდრე ვარაუდობდა. მისი განმარტებით, სოციალურად დაუცველი 6000 ადამიანი (დაახლოებით 1040 ოჯახი) 6-7 თვის მანძილზე საცხოვრებელი ბინის დასაქირავებლად სახელმწიფოსგან ფულს (200 ლარს) მიიღებს. 6-7 თვის შემდეგ კი სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მთავრობის ახალი პროექტის შესაბამისად, გაზრდილი სოციალური დახმარებებით ბინის ქირის გადახდას თავადვე შეძლებენ. სოციალურად დაუცველები ამ ინიციატივაზე არ თანხმდებიან.
