“ნიღბების თეატრის” შენობის რეაბილიტაციის პროექტი დღეს, 18 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს.
როგორც ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი აცხადებს ეს თანხა”სახელმწიფოს ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” გამოიყო:
“მოვიწვიეთ კონსტრუქტორები, რომლებიც ამ შენობის კონსტრუქციულ მდგრადობას დაადგენენ. აღსადგენად რამდენად მდგრადია, მათი დასკვნის შემდეგ გვეცოდინება. თუ აღდგენა არ მოხერხდება, მაშინ აშენება მოგვიწევს.”
ჭანჭალეიშვილი ასევე განმარტავს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, აღდგენის შემდეგ რა ფუნქცია ეგნება შენობას:
“ახლა ვმსჯელობთ ამაზე, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ერთი ვარიანტია, იქ განთავსდეს ნიღბების თეატრის და საკონცერტო დარბაზი. მეორე ვარიანტს კეთილმოწყობის სამსახური უჭერს მხარს. კერძოდ, გვინდა შენობა აღვადგინოთ და კინო მუზეუმს გადავცეთ, რომელიც ამჟამად შენობის გარეშეა დარჩენილი და დროებით გალერეაშია. გავაკეთებდით კინო დარბაზს, სადაც არაკომერციული მიზნით მოეწყობა ფილმების ჩვენება. მესამე ვარიაანტია, საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრის განთავსება, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაზციები განთავსდებიან.”
ჭანჭალეიშვილი მიიჩნევს, რომ ნიღბების თეატრი კულტურული გაერთიანებაში უნდა შევიდეს და სახელმწიფო დაფინანსება მიეცეს:
“ამჟამად ნიღბების თეატრი ოპერის თეატრშია განტავსებული შეიძლება ის შევიყვანოთ აიპ-ში, რამდენიმე ითახი გამოვუყოთ რეპეტიციებისთვის და ოპერაში ჩაატარონ ხოლმე სპექტაკლი. ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს ნიღბების თეატრს, ძალიან მოთხოვნადია და იმ ძველ შენობაში ფიზიკურად ვერ ეტეოდნენ.”
“ხარაზოვის ბაღს,” სადაც ნიღბების თეატრია განთავსებული უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ამისთვის 600 000 ლარი დაიხარჯა.