ახალი ამბები

ლუკაშენკო: მუხლებზე დავუჩოქებ საქართველოს მთავრობას, ოღონდ დსთ-ში დაბრუნდნენ

11 დეკემბერი, 2012 •
ლუკაშენკო: მუხლებზე დავუჩოქებ საქართველოს მთავრობას, ოღონდ დსთ-ში დაბრუნდნენ

ლუკაშენკო
ლუკაშენკო

“1 იანვრიდან ჩვენ ვიქნებით დსთ-ს თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ თქვენ (საქართველოს) გელოდებით. მე ჩამოვალ თქვენთან, დაგიჩოქებთ, ოღონდ არა საჯაროდ. თუ გნებავთ, საჯაროდაც მზად ვარ ამისთვის და გთხოვთ, დაბრუნდეთ დსთ-ში,” – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას.

 

“დაბრუნება აუცილებელია და იქ ჩვენ ყველა საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ, თუკი ქართველ პოლიტიკოსებს ეს სურთ,” – განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.

 

საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წლის დეკემბერში გახდა. თანამეგობრობიდან გასვლის გადაწყვეტილება კი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში იქნა მიღებული. თანამეგობრობის დატოვების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტში განცხადება 2008 წლის 18 აგვისტოს შეიტანა, ხოლო 2009 წლის 18 აგვისტოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის პროცესი ოფიციალურად დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი