ახალი ამბები

ადამიანის უფლებები ციხეში

10 დეკემბერი, 2012 • • 1247
ადამიანის უფლებები ციხეში

კონფერენციის განსახილველ თემებს შორის იყო: ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმი, პატიმრობის კოდექსი – პრობლემური საკითხები,  პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი,   სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსება,   არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშემწყობი წინადადებები და სხვ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, აღნიშნული პროექტი  მიზნად ისახავს  ადვოკატირების კამპანიების განახორციელებას და საზოგადოებრივი განხილვების ორგანიზებას ციხის კოდექსში აუცილებელი ცვლილებების შესატანად. პროექტის ფარგლებში “მუხლი 42” შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ასევე მომზადდება საჯარო განცხადებები პატიმრობის კოდექსში არსებულ ძირითად ხარვეზებთან დაკავშირებით. PSA-ს მომზადების მიზანია წაახალისოს პარლამენტის დეპუტატები და კანონშემოქმედებაში ჩართული სხვა თანამდებობის პირები, გაატარონ აუცილებელი რეფორმები სასჯელაღსრულების სისტემაში.

“პროექტი   ხელს შეუწყობს სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის სისტემის შექმნას საქართველოში, პატიმრების რეაბილიტაციას, მოამზადებს მათ გათავისუფლებისთვის და  მისცემს მათ  პროდუქტიული ცხოვრების საშუალებას.  ასევე  დახვეწს და გააუმჯობესებს პატიმართა  უფლებების  დაცვას, რათა  ქართულ ციხეებსა და თავისუფლების აღკვეთის სხვა ადგილებში მათი მდგომარეობა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდა იურისტები და კონსტიტუციის 42-ე მუხლი გამოიყენებენ თავის გამოცდილებას ადვოკატირებაში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პატიმართა უფლებების დასაცავად, მონაწილეობას მიიღებენ  და ორგანიზებას გაუწევენ  ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ  განხილვებს ციხის რეფორმასთან  დაკავშირებით”, – ნათქვამია კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი