პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივებმა ირაკლი ღარიბაშვილს მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსიები გააცნეს, გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართება და მას პირადად გააკონტროლებს.
მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ მინისტრმა სოფლის მეჩეთი მოინახულა და იმამს საჩუქრად ყურანი და ხალიჩა გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ეწვია სოფლის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას. შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების მონახულებას მომავალი 2 კვირის განმავლობაში გააგრძელებს.

