ახალი ამბები

მენაბდე: კომისიის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი უზენაესის მოსამართლეებს ვეღარ წარადგენს

17 მარტი, 2017 • 1638
მენაბდე: კომისიის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი უზენაესის მოსამართლეებს ვეღარ წარადგენს

საკონსტიტუციო კომისიის წევრი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ კომისიის სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს არა პრზიდენტი, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებით ასევე გაიმართა დისკუსია. დღეს მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ნიშნავს უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებს და ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობს, რომლის მიხედვითაც, ამ პროცედურაში უნდა იყოს ასევე ჩართული იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამგვარად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს. მე და კომისიის რამდენიმე წევრს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გვქინდა,”- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ეს განცხადება ვახუშტი მენაბდემ დღეს, 17 მარტს პარლამენტში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი