დღეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს თბილისშიც აღნიშნავენ. სასტუმრო თბილისი მარიოტში გამართულ ღონისძიებას საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოში ევროკავშირის წარმოამდგენლობის ხელმძღვანელი უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებას “2012 წლის სექტემბერ–ნოემბერში საქართველოს ციხეებში განვითარებული მოვლენების” შესახებ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენენ, ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდა მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და შრომითი უფლებების შესახებ.
ადამიანის უფლებათა საერთასორისო დღის აღნიშვნის ფორმალურ დასაწყისად 1950 წელია ცნობილი, როდესაც გაერომ რეზოლუცია 423 (V) მიიღო. რეზოლუცია იწვევს ყველა ქვეყანას თუ საერთაშორისო ორგანიზაციას, ყოველ წელს 10 დეკემბერი აღნიშნოს, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.
2012 წელს ადამინის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრიორიტეტი ყველა ადამიანის უფლებებია, იქნება ეს ქალების, ახალგაზრდების, უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირთა თუ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების უფლებები. გაეროს ვებგვერდზე, რომელიც 2012 წლის ადამინის უფლებების საერთაშორისო დღეს უკავშირდება, აღნიშნულია, რომ ყველა ადამიანის ხმა უნდა ისმოდეს საჯარო სივრცეში და ითვალისწინებდნენ მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
” ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით უზრუნველყოფილია აზრის გამოხატვის, მშვიდობინი შეკრების და გაერთიანების უფლება, რომელიც არაბულ სამყაროში ისტორიული ცვლილებების საფუძველი გახდა, ბოლო 2 წლის მანძილზე მილიონობთ ადამიანი გამოვიდა ცვლილების მოთხოვნით. მსოფლიოს სხვადასახვა ადგილიდან 99% გლობალური ოკუპაციის მოძრაობის მეშვეობით აპროტესტებდნენ ეკონომიკურ პოლიტიკურ და სოციალურ უთანასწორობას”– აღნიშნულია გაეროს ვებ–გვერდზე.
იმისათვის, რომ ადამიანების ხმა ისმოდეს, გაეროს ვებ–გვერდზე შექმნილია ლინკი, რომლის მეშვეობითაც 1 დეკემბრის შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ გაეროს უმაღლეს კომისარს ნავი პილეის შეკითვები დაუსვან, ასევე 22 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 4 Goolge+ Hangouts შეხვედრა ჩატარდა, სადაც მოსაზრებების გაზიარება შესაძლებელი იყო გაეროს უმაღლესი წარმომადგენლებისთვის.