დღეს, 17 მარტს, შვეიცარიულ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგისა მეოთხედფინალების კენჭისყრა გაიმართა, სადაც დადგინდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასული გუნდების წყვილები.

  • ატლეტიკო (ესპანეთი) VS ლესტერი (ინგლისი)
  • დორტმუნდი (გერმანია) VS მონაკო (საფრანგეთი)
  • ბაიერნი (გერმანია) VS რეალი (ესპანეთი)
  • იუვენტუსი (იტალია) VS ბარსელონა (ესპანეთი)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩები 11 და 12 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები – 18-19 აპრილს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები © UEFA
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები © UEFA

 

  • დღსვე, 16:00 საათზე, უეფას ევროპალიგის მეოთხედფინალში გასული გუნდებსაც დააწყვილებენ. როგორც ჩემპიონთა ლიგის შემთხვევაში, აქაც “ბრმა წილისყრის” პრინციპი იმოქმედებს. ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ: “ბეშიქთაში”, “გენკი”, “სელტა”, “აიაქსი”, “ანდერლეხტი”, “ლიონი” ,”შალკე”, “მანჩესტერ იუნაიტედი”. ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი 13 და 20 აპრილს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *