კომისიამ 4- საათიანი მუშაობის შედეგად 530 პატიმრის საქმე განიხილა. 274 მსჯავრდებულისგან, 16–ს სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მიეცათ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ ერთი საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს, რომელსაც კომისიამ დადებითი რეკომენდაცია მისცა. თევდორაძის თქმით, სულ 12 მსჯავრდებულ ქალბატონს მისცა კომისიამ დადებითი რეკომენდაცია, აქედან ერთ მათგანს სასჯელი გაუნახევრდა.
