ახალი ამბები

კაცი არტისტები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

9 დეკემბერი, 2012 •
კაცი არტისტები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

კონცერტზე იმღერებენ: ჯგუფი Landmark, ერეკლე დეისაძე, გუგა გეგეჭკორი და დათო გაბუნია, საღამოს დიჯეი კოზმანა დაასრულებს.

 

“ძალა გართობაშია” რვა საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი ხუთი ლარია. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებს ქალთა ფონდის ღია კარის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

 
ღონისძიებაზე „ძალა გართობაშია“, რომელშიც კაცი მუსიკოსები საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, სოლიდარობას გამოუცხადებენ ქალებს. გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის 16- დღიანი კამპანია მთელს მსოფლიოში აღინიშნება. იგი იწყება 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და მთავრდება 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი