“ჩვენ ყველანი ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლნი ვართ, ჩვენ ზურგზე გადაიარა ყველა უსამართლობამ, ჩვენი თანამებრძოლეები ციხეში ისხდნენ, ჩვენი ყველა ახლობელი დამუშავებაში იყო და თავდაცვის სამინიტროში რომ მივედი, სამხედრო პოლიციაში აღმოვაჩინე ძალიან დიდი მასალა ჩვენს ახლობლებზე, მეგობრებზე, ციხეში ვინ ზის, ვის როგორ უნდა ემუშავა. ამ სისტემას დავუპირისპირდით და დავამარცხეთ, მაგრამ მთავარი ამოცანა უნდა დავსახოთ, ეს სისტემა დაინგრეს და ჩვენს ხელშიც არ აღმოჩნდეს ეს საშუალება, რომელიც მომავალს მოუსპობს ჩვენს ქვეყანას. ერთ–ერთი პირველი, რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ამ სისტემას ვაუქმებთ, ეს მოსმენების აპარატი გადაეცემა ერთ სტრუქტურას და იქნება თავმოყრილი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ ერთ სტრუქტურაში და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა საქართველოს პრეზიდენტთან პირველ შეხვედრაზე, რომ ჩვენ მოგექცევით არა ისე, როგორც თქვენ გვექცეოდით, ან არა ისე, რისი ღირსიც ხართ, არამედ ისე, როგორც ეკადრება ჩვენი წარსულის და ღირსების მქონე ერს და ქვეყანას”– აღნიშნული განცხადება  ალასანიამ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე გააკეთა. 

 

შეგახსენებთ, რომ “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე დღეს პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი აირჩიეს. ამ პოსტზე ქადაგიშვილმა ირაკლი ალასანია შეცვალა.

 

დღეს პარტიის ყრილობას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ახლანდელი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია.

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *