ახალი ამბები

ალასანია ქადაგიშვილმა შეცვალა

9 დეკემბერი, 2012 •
ალასანია ქადაგიშვილმა შეცვალა

“ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე დღეს პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი აირჩიეს. ამ პოსტზე ქადაგიშვილმა ირაკლი ალასანია შეცვალა.

 

დღეს პარტიის ყრილობას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ახლანდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

 

როგორც ყრილობაზე ითქვა, პარტიის მთავარი მიზანი არჩევნებისთვის მზადება იქნება. მათ შორის -საპრეზიდენტო არჩევნების და თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

 

“გველის საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამისთვის აუცილებელი იქნება კოალიციის შიგნით კონკურენციის გაზრდა”,- განაცხადა ივანიშილმა სიტყვით გამოსვლისას. 

 

ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “ჩვენი საქართველო- თავისუფალი დემოკრატების” მიზანი იქნება საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის შენება და მომავალი არჩევნებისთვის მზადება:

“მიხარია, რომ პარტია თავისუფალი დემოკრატები ვითარდება, ჩვენი ამოცანაა, რომ შევუწყოთ ხელი ლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიქნებით ის პარტია, რომელიც სხვებთან ერთად ხელს შეუწყობს ამ პროცესს”,- ამბობს ალასანია.

დღეს პარტიის დელეგატებმა ირაკლი ქადაგიშვილი თავმჯდომარის პოსტზე ერთხმად აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი