ახალი ამბები

შსს–მ ჯგუფურ ძარცვაში ბრალდებული 3 პირი დააკავა

9 დეკემბერი, 2012 • • 1160
შსს–მ ჯგუფურ ძარცვაში ბრალდებული 3 პირი დააკავა

“სამართალდამცველებმა 1993 წელს დაბადებული ოლეგ ც. ამა წლის 8 ნოემბერს, ხოლო მისი ორი თანამზრახველი 7 დეკემბერს დააკავეს. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.სისხლის სამართლის საქმე  აღიძრა 178 მუხლის მე-3 ნაწილით (ძარცვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ)”, – აღნიშნულია შსს განცხადებაში. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 9 დეკემბერს ასევე გავრცელდა ინფორმაცია არასრულწლოვანთა დაკავების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მომენტში ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ორი პირი, 1996 წელს დაბადებული ლაშა ქ. და 1998 წელს დაბადებული გელა ჯ. დააკავეს.

 

“დაკავებულებმა მეტროსადგურ „300 არაგველების” მიმდებარე ტერიტორიაზე გაქურდვის მიზნით  სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს, დაკავებულთაგან ერთ–ერთმა  2012 წლის 12 ნოემბერს მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა და იქვე მდებარე მეორე  აპარატის გაქურდვის მცდელობაც აღიარა. საქმე საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის (ქურდობა) მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით აღიძრა”.– ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, 29 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ, ბოლო ერთი თვის მანძილზე ქურდობებისა და წვრილმანი ხულიგნობების შემთხვევებმა დაახლოებით 50 პროცენტით იმატა:

 

“ქურდობები, წვრილმანი ხულიგნობები მომატებული არის, მე გიდასტურებთ ამას, მაგრამ არა კატასტროფულად, საგანგაშო აბსოლუტურად არაფერი არ არის ამაში. ანალოგიური სიტუაცია იყო 2010 წელს, აქვე მინდა განვმარტო, ხელისუფლების შეცვლის დროს ეს არის ბუნებრივი და ნორმალური პროცესი. ამაში ვერავითარ საგანგაშოს მე ვერ ვხედავ”, – განაცხადა შს მინისტრმა ‘მაესტროს’ ეთერში საუბრისას.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს და კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას მოუწოდა, გაგებით მოეკიდონ მდგომარეობას:

 

“25 ოქტომბერს მე ოფიციალურად დავინიშნე მინისტრის თანამდებობაზე, 1 ნოემბერს შეივსო ჩემი გუნდით სამინისტრო და სამი კვირის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ კადრებით დაკომპლექტება სამინისტროსი. ამ პერიოდის განმავლობაში წარმოიქმნა გარკვეული ვაკუუმი, რითაც ისარგებლეს ე.წ. კრიმინალებმა, ძირითადად ეს ქურდბაცაცები არიან, რომლებიც წვრილმან ხულიგნობებს ჩადიან. მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, არც ერთ მათგანს არ შერჩება ჩადენილი დანაშაული. ისინი ძალიან მკაცრად დაისჯებიან, ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს დღეებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი