სამინისტროს ინფორმაციით, დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გაიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა.
კომისიის წევრებმა განიხილეს 300-მდე მსჯავრდებულის განცხადება, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ ადგილობრივი საბჭოების მიერ და ამასთანავე რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით მიეკუთვნებიან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკჯგუფს.