შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ნარკოდანაშაულისათვის ორი პიროვნება დააკავეს,-ინფორმაციას შს სამინისტრო აქვეყნებს.
“დავით ქ.-სა და ამირან ა.-ს პირადი ჩხრეკისას მოყავისფრო სითხით სავსე ორი სამედიცინო შპრიცი აღმოაჩნდათ. გაირკვა, რომ ამირან ა. თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომელია”,-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულებს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ. აღმოჩნდა, რომ დაკავებისას ორივე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მათ სისხლში „ჰეროინის” და „მარიხუანის” კვალი აღმოჩნდა,- აცხადებს შს სამინისტრო.