9 დეკემბერს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის “ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციაზე განხილული იქნება მონიტორინგის შედეგები, რომელიც საიამ 40 საჯარო დაწესებულებაში განახორციელა.
შეხვედრას დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.