ახალი ამბები

დღეს თბილისის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი იხურება

8 დეკემბერი, 2012 •
დღეს თბილისის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი იხურება

თბილისის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი დღეს სრულდება. კინოფესტივალის დახურვის ცერემონია კინოთეატრ “ამირანში”გაიმართება . დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდება მთავარი საკონკურსო პროგრამის გამარჯვებული ფილმები. საუკეთესო ფილმის  ნომინაციაში გამარჯვებულს ოქროს პრომოთე გადაეცემა, საუკეთესო რეჟისურისთვის კი- ვერცხლის პრომოთე. 

 

ასევე გამოვლინდება გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში, რომელსაც გადაეცემა ფარაჯანოვის სახელობის პრიზი.

 

აგრეთვე, დაწესებულია ჯილდო საუკეთესო ქართული ფილმის რეჟისურისთვის – გამგზავრება გეტერბორგის საერთაშორისო კინოფეტივალზე 2013 წლის იანვრის თვეში.

 

კინოფესტივალის საზეიმო დახურვა დაასრულდება დიტო ცინცაძის ფილმის ჩვენებით “შემოჭრა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი