ახალი ამბები

ივანიშვილს უმრავლესობა ტაშით შეხვდა

8 დეკემბერი, 2012 •
ივანიშვილს უმრავლესობა ტაშით შეხვდა

პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა “კოალიციურ დისციპლინაზე” და განაცხადა, რომ ის უნდა გამკაცრდეს. 

 

“ჩვენ ვისაუბრეთ კოალიციური დისციპლინის გამკაცრებაზე. ვისაუბრეთ კოორდინაციაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

 
 
კითხვაზე, გულისხმობს თუ არა იგინნუკრი ქანთარიას განცხადებას, როცა დისციპლინაზე საუბრობდა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ქანთარია კულტურული კაცია. 
 
 
“არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ზუსტად რა თქვა ნუკრიმ, მახსოვს რეაქცია, რომ თვითონ თვლიდა, რომ არ იყო უკულტურო… ზოგადად, მოვუწოდებ ჩვენ თანაგუნდელებს, თავი შევიკავოთ უხეში და უკულტურო გამონათიქვამებისგან”,- განაცხადა ბიძინა იპივანიშვილმა.
 
  
მისი თქმით, შეხვედრიდან ყველაზე დიდი დრო რეგიონებში არსებულ პრობლემებს შეეხო, განსაკუთრებით კი იპოთეკურ სესხებს, რომელიც მოსახლეობას აქვს ბანკიდან აღებული. ივანიშვილის ამბობს, რომ  აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოსახლეობას იპოთეკური კრედიტების პრობლემა შეუმსუბუქდეს. 
 
 
„ საერთო პრობლემები, რაც რეგიონებში იკვეთება, იპოთეკური კრედიტებია და მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქდეს. ამ პრობლების გადაჭრას აჭარიდან ვიწყებთ, სადაც ამ პრობლემას უახლოეს ერთ კვირაში მოვაგვარებთ და შემდეგ მუშაობის დაწყება მთელ საქართველოშიც იქნება შესაძლებელი”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი